ჩვენს შესახებ
ჩვენს საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის იაპონური კერძების დამზადება და რეალიზაცია. ჩვენი მთავარი უპირატესობაა ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდმი ფასები და ორიგინალური, ნამდვილი გემო.
ჩვენი მიზანია ქართულ ბაზარზე დავამკვიდროთ ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების მოხმარების კულტურა, რომელთა დასამზადებლად გამოყენებული ყველა ინგრედიენტი არის 100% ნატურალური, ხელოვნური დანამატების გარეშე.
ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს:
- ჩვენი მზარეულების საზღვარგარეთ მუშაობისას მიღებული 15 წლიანი გამოცდილება, რაც საშუალებას გვაძლევს ბაზარზე დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი.
- ჩვენი პროდუქციის დამზადებისას გამოყენებული ყველა ინგრედიენტი არის სპეციალურად შერჩეული და სერტიფიცირებული.
- ვაპირებთ მოვახდინოთ ბაზარზე არსებული მაღალი ფასების კორექტირება რაც საშუალებას მოგვცემს პროდუქცია ხელმისაწვდომი გავხადოთ ფართო მასებისათვის.
- ვახორციელებთ მომხმარებლის ინფორმირებას იმის შესახებ თუ რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ჯანსაღი საკვები, მათ შორის სუში და სხვა იაპონური კერძები ბაზარზე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით.