ეს შეკითხვა დღეს, როცა სუში და როლი თბილისში და, ზოგადად საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა, ბევრი ადამიანისთვის აქტუალურია. ამიტომ, მოკლედ განვიხილოთ, როგორია სუშის კალორიულობა, არსებობს თუ არა სუშის დიეტური სახეობები და რა რეკომენდაციები აქვთ თავად დიეტოლოგებს, იხილეთ ჩვენს ბლოგში ასუქებს თუ არა სუში .
თავშივე გეტყვით, რომ სუში არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო საკვებია, არამედ იაპონური სამზარეულოს ეს გამორჩეული კერძი შეიძლება, წონის დაკლების მსურველებისთვისაც კარგ მოკავშირედ იქცევს. მთავარია, ნაკლებად კალორიული სახეობების შერჩევა და პორციების დოზირება.
მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ:
- სუშის და როლის დიეტური თვისებები
სუშის დიეტური თვისებებს განაპირობებს სუშის შემადგენლობა. როგორც წესი, ეს კერძი შეიცავს ბრინჯს ძმრით, რომელიც სწრაფად ანაყრებს. სუში უცხიმო თევზით გამორჩეულია დაბალკალორიულებით, თუმცა ისიც უნდა იცოდეთ, რომ ცხიმიანი თევზი შეიცავს ომეგა 3-ს, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას.
როლის ერთ-ერთი ინგრედიენტი კი წყალმცენარე ნორის ფურცლებია, რომელიც დაბალკალორიული პროდუქტია და, ამასთანავე, ამარაგებს ორგანიზმს საკვები ბოჭკოებით. საკვები ბოჭკოები, თავის მხრივ, ამცირებს საკვების კალორიულობას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის უფრო რიტმულ და ძლიერ პერისტალტიკას. იხილეთ ჩვენი ბლოგი: იაპონური კულინარია და წყალმცენარეები
- სუშის კალორიულობა
სუშის სხვადასხვა სახეობის კალორიულობა განსხვავებულია. მაგალითად, სურიმის მაკი კიტრით იშვიათად შეიცავს 15 კკალ-ზე მეტს, მაშინ როცა სუში ორაგულით, ერთი ნაჭერი 40 კკალ-ს აღწევს.
ცნობისათვის: დღეში 1400 კკალ ქალისთვის და 1800 კკალ მამაკაცისთვის ქვედა ზღვარია.
თუ გსურთ, ფორმაში იყოთ, ერთ ჯერზე რეკომენდებულია 8-10 ნაჭერი სუში, მაგრამ თუკი სუშის შემდეგ სხვა კერძიც უნდა მიირთვათ, მაშინ სუშის პორცია უნდა შეამციროთ და 3-5 ნაჭრით შემოიფარგლოთ. და შეძლებისდაგვარად ეცადეთ, სუშის ნაკლებად კალორიული სახეობები აარჩიოთ.
- ფიგურისთვის უსაფრთხო სუში
ფიგურისთვის უსაფრთხოა უპირველესად ის სახეობები, რომელთა შემადგენლობაშია კრევეტები და ნაკლებცხიმიანი თევზი. ზოგჯერ შეიძლება, თავს უფლება მისცეთ, ცხიმიანი თევზის სუშის მცირე ულუფაც მიირთვათ, რადგან თევზის ცხიმი ორგანიზმისთვის შეუცვლელ ომეგა 3-ს შეიცავს.
ასევე შეგიძლიათ, შეარჩიოთ ვეგეტარიანული სუში, ისეთი, როგორიცაა ვეგეტარიანული მაკი სხვადასხვა ბოსტნეულით – კიტრით, ავოკადოთი, სტაფილოთი.
დიეტაზე ყოფნის დროს უმჯობესია, თავი შეიკავოთ იაპონური სამზარეულოსთვის არატრადიციული რეცეპტებისგან, როგორებიც არის, მაგალითად შემწვარი როლი და სუში მაიონეზით.
სხვათა შორის, საშიმი – ცოცხალი თევზის თხელი ნაჭრები – ნაკლებად კალორიული საკვებია. იაპონური სამზარეულოს მოყვარულებმა საშიმი უნდა ჩართონ კვების რაციონში.
- სანელებლები სუშისთვის
თუკი ცდილობთ, წონა აკონტროლოთ, უმჯობესია, მიირთვათ სუში კალორიული სოიას სოუსის გარეშე ან შეცვალოთ დაბალკალორიული სოიოს სოუსით, რომლის შემადგენლობაში ნაკლები რაოდენობით არის შაქარი და მარილი.
- დიეტური საჭმელი სუშისთან ერთად
სუშისთვის მისაყოლებლად კარგია კომბოსტოს სალათა ან წვნიანი მისო თევზის ნახარშზე.
დიეტური სასმელი სუშისთვის
რაც შეხება სასმელს, სუშის უხდება მწვანე ჩაი, რომელიც, თავის მხრივ, ამცირებს ცხიმების შეწოვას და აჩქარებს კალორიების წვას . ასევე იხილეთ თუ რა სასმელი უხდება სუშისა და როლის
სუში, როლი და დიეტა: რას ფიქრობენ სპეციალისტები:
ქეროლ ენ რინზლერი (Carol Ann Rinzler), ცნობილი ნუტრიციოლოგი და ჯანსაღი კვების სპეციალისტი, რომელიც ავტორია ბესტსელერისა „Weight Loss Kit For Dummies“, დარწმუნებულია, რომ სუში ხარისხიანი და ნოყიერი საკვების, საუკეთესო ნიმუშია. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, სუშის სახეობა სწორად შეარჩიოთ.
„თუ გსურთ, წონის დაკლებისთვის სუშისგან სარგებელი მიიღოთ, შეარჩიეთ სუშის ის სახეობები, რომლებიც ორაგულისა და თინუსის მინიმალურად დამუშავებული ნაჭრებით მზადდება, – განმარტავს რინზლერი, – მათ შემადგენლობაში არსებული, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3 (მას ორგანიზმი ვერ აწარმოებს), ხელს უწყობს ტვინის და გულის მუშაობას, ასევე ამარაგებს ორგანიზმს პროტეინებით და D ვიტამინის დიდი დოზით. სუში ორაგულით 30-გრამიანი პორცია შეიცავს 40 კკალ-ს, ხოლო სუში თინუსით 30-გრამიანი პორციის კალორიულობაა 42 კკალ.“
ამერიკელი კვების სპეციალისტი და დიეტოთერაპევტი მარგო ჯეი რეტბანი (Margaux J Rathbun) დარწმუნებულია, რომ, რაც უფრო ცოტა ინგრედიენტია სუშის და როლის შემადგენლობაში და რაც უფრო ნაკლებად მადისაღმძვრელად გამოიყურება, უფრო სასარგებლოა. თავად რეტბანი იაპონური საშიმის დიდი მოყვარულია.
ზოგადად კი, დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ ვისაც წონის დაკლება სურს, მისთვის სუში და როლი დიეტის მთავარი საკვები არ უნდა იყოს, თუმცა კვირაში ორჯერ თამამად შეიძლება ისიამოვნოთ და ფიგურასაც ზიანი არ მიაყენოთ.
სუშის და როლი მათთვის, ვინც ფიგურაზე ზრუნავს – შერჩევის 9 წესი
- დაიწყეთ წვნიანი მისოს ერთი პორციით, რომელიც თევზის ნახარშზე მზადდება – ის გაგათბობთ და „მგლის მადას“ დააცხრობს. წვნიანი მისოს ერთი პორცია 75 კკალ-ს შეიცავს;
- როცა თქვენი მიზანია წონის დაკლება ან წონის შენარჩუნება, მიირთვით სუში ყავისფერი ბრინჯით – მას შენარჩუნებული აქვს გარსი, რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს ძვირფას ბრინჯის ზეთს, მაგნიუმს და სელენს. სხვათა შორის, ყავისფერი ბრინჯი იაპონელი გეიშების დიეტის შეუცვლელი კომპონენტია.
- სუშისთვის მოითხოვეთ ნატურალურად დადუღებული (natural fermentation ) სოიას სოუსი, რომელსაც არ აქვს დამატებული ხორბალი. თუკი ამის საშუალება არ იქნება, უმჯობესია, სუში სოუსის გარეშე მიირთვათ. როცა სახლში გსურთ სუშის გამოძახება, შეგიძლიათ, ასეთი სოუსი წინასწარ შეიძინოთ.
- რა თქმა უნდა, გსმენიათ, რომ ჯანჯაფილი ხელს უწყობს წონის კლებას. თუმცა ამ ინფორმაციით შეიარაღებული ნუ მიეძალებით გარის – იგივე ჯანჯაფილის მარინადს. ჯანჯაფილის დასამწნილებლად იყენებენ შაქარდამატებულ ძმარს. ეს ნივთიერება კი ჯანჯაფილის „გასახდომ“ თვისებებს საგრძნობლად ამცირებს;
- გამოიყენეთ საჭმელი ჩხირები – ჩხირებით ჭამა არა მხოლოდ თქვენს პატივისცემას გამოხატავს აზიური კულტურის მიმართ, არამედ ბუნებრივად ანელებს ჭამის პროცესს. ეს კი დაგეხმარებათ, დროულად იგრძნოთ დანაყრება – საქმე ის არის, რომ დანაყრების შეგრძნება მოდის არა საკვების მიღებისთანავე, არამედ გარკვეული დროის შემდეგ;
- თუკი როლის ინგრედიენტებში მაიონეზია, უნდა მოერიდოთ – მაიონეზი არ გახლავთ ტრადიციული იაპონური ტოპინგი, თანაც ამით ამ სასარგებლო საკვებს არასაჭირო კალორიებით და ჰიდროგენიზებული ცხიმებით „ამდიდრებთ“;
- მოერიდეთ ტემპურას – ეს არის თხევად ცომში ამოვლებული და შემწვარი ზღვის პროდუქტები, ხორცი, ბოსტნეული. მართალია, ტემპურა უზომოდ გემრიელია, თუმცა, როცა ფიგურაზე ზრუნავთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი ენერგეტიკული ღირებულება იგივეა, რაც ფასტ-ფუდის მოზრდილი პორციისა. შემადგენლობითა და სარგებლიანობის თვალსაზრისით ის ჩებურეკთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სუშისთან;
- სუში ბოსტნეულის შიგთავსით, თითქოს დიეტურად ჟღერს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს კერძი მდიდარია ნახშირწყლებით, ძნელად დაგანაყრებთ და მალევე გაგიახლდებათ შიმშილის გრძნობა. გაცილებით სასარგებლოა ბოსტნეულის ტემაკი ბრინჯის გარეშე.
- დაბოლოს, სუშისთან ერთად მიირთვით მწვანე ჩაი – ის არა მხოლოდ წყურვილს მოგიკლავთ, რომელიც თევზის ჭამის შემდეგ ჩნდება, არამედ ანტიოქსიდანტებითაც მოგამარაგებთ. სხვათა შორის, იაპონელებისთვის სადილი თუ ვახშამი მწვანე ჩაის გარეშე წარმოუდგენელია.
თქვენ უკვე გაქვთ პასუხი კითხვაზე, ასუქებს თუ არა სუში,ასე რომ, იაპონური სამზარეულოს ეს გამორჩეული კერძი, სწორი პორციებით, თამამად შეგიძლიათ, თქვენს დიეტურ მენიუში შეიტანოთ. ბოლოს და ბოლოს, ქათამი ხომ უფრო კალორიულია და ცხიმებსაც მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე, მაგალითად, თინუსი.
თუკი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ სუშის მოძებნას დააპირებთ, გარწმუნებთ, საუკეთესო სუში თბილისში შეგიძლიათ, იოში სუშიში დააგემოვნოთ. ან თუ გსურთ სუში გამოძახებით, შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით ჩვენი რომელიმე სუშის სეტი და უმოკლედ დროში მოგართმევთ სახლში.
„იოში სუში“ ჯანმრთელობას და კარგ განწყობას გისურვებთ!
ასუქებს თუ არა სუში