წესები და პირობები

მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

1. შეთანხმების საგანი

1.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, „ოიშის“ მიერ მის ვებგვერდზე წარმოდგენილი  პროდუქციის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას.

1.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება oishi.ge ს მომსახურებაში.

1.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოს მომსახურებით მოსარგებლეს.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია

2.1. მიიღოს შეკვეთა და შეასრულოს თქვენი შეკვეთა თუ აქვს საკმარისი მარაგი.

2.2. შეკვეთის მიღებიდან საშუალოდ 0.5-1.5 საათის განმავლობაში მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ მისამართზე.

2.3. იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

2.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე არ განხორციელდება „ოიშის“ მიზეზით, დაუბრუნოს მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით შეკვეთისას გადახდილი თანხა 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

2.5. მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქტი.

3. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია

3.1. მიაწოდოს „ოიშის“ ზუსტი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი).

3.2. დროულად გამოართვას შეკვეთა „ოიშის“ წარმომადგენელს.

3.3. განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება საკუთარი საბანკო ბარათით.

3.4. ყურადღებით გაეცნოს საკვები პროდუქტის შემადგენლობას ვებგვერდზე და განსაკუთრებული ალერგიულობის შემთხვევაში, დაწვრილებით გადაამოწმოს პროდუქტის შემადგენლობა „ოიშისთან“, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ალერგიული რეაქცია, რომლის შემთხვევაშიც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.

4. შეკვეთისა და გადახდის წესები

4.1. ადგილზე მიტანის სერვისის სარგებლობისთვის უნდა მიუთითოთ უბანი/რაიონი, ქუჩა, შენობსის მისამართი რომელიც შედის „ოიშის“ მიტანის სერვისის არეალში.

4.2. აირჩიეთ პროდუქტი/პროდუქტები სურვილისამებრ. არჩეული პროდუქტი ავტომატურად მოთავსდება კალათაში. საფასურში ავტომატურად აისახება მიტანის სერვისის ღირებულებაც.

4.3. შეკვეთის მიცემა შეგიძლიათ ავტორიზაციის და რეგისტრაციის გარეშე. ამის შემდეგ სისტემაში ჩაწერისას უნდა გადაამოწმოთ, რომ თქვენი მობილურის ნომერი, ელ ფოსტა და მისამართი  სწორადაა მითითებული.

4.4. სურვილის შემთხვევაში კომენტარის ველში შეგიძლიათ დამატებით ჩაწეროთ მისამართთან დაკავშირებული დეტალები (მაგ. სადარბაზო კარის კოდი), კერძთან დაკავშირებული კომენტარი ან სხვა შეკვეთის
შესრულება-მოწოდებისათვის საჭირო ინფორმაცია.

4.5. მონიშნეთ, რომ ეთანხმებით ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს.

4.6. შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება გამოჩნდება თქვენს ეკრანზე.

4.7. ვებგვერდზე მოცემული ფასები მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს.

4.8. ვებგვერდზე მოცემული ფასები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

4.9. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ზემოთ აღნიშნული შეკვეთის წესის გარდა, სხვა გზით განხორციელებული შეკვეთების თაობაზე.

4.10. „ოიშის“ მიერ შეკვეთისას გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ სერვისის მიუწოდებლობის შემთხვევაში. მისამართის უზუსტობის გამო, მომხმარებლის მიერ შეკვეთის პოსტ-ფაქტუმ გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით.

დასკვნითი დებულებები

5.1. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან, ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული
ხელშეკრულება არ უქმდება. მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას, შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით.

5.2. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად და არ გააჩნია იურიდიული განმარტების არსი.

5.3. მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ მომხმარებელზე მოქმედებს თანაბრად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენი მომსახურების შესახებ. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე [email protected]  ან დაგვირეკეთ 555 23 25 90

 

დაბრუნების პოლიტიკა

თანხის დაბრუნება ხდება მომხმარებლის მიერ პროდუქტში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მოთხოვნიდან შემდეგ სამუშაო დღეს.