სუშის და როლის ჭამის ეტიკეტი — 5 მარტივი წესი
არცთუ დიდი ხანია, რაც სუში და როლი საქართველოში პოპულარული გახდა. ვისაც იაპონური სამზარეულოს ესდელიკატესები უყვარს, იცის, რომ მათ მირთმევას განსაკუთრებული მიდგომასჭირდება.
ჩვენ ვეცდებით, მოგიყვეთ, როგორ შეიძლება სუშის და როლის ჭამა ეტიკეტის დაცვით და, თანაც, მარტივად. ამისთვის 5 წესი არსებობს:
წესი №1 — გადმოატრიალეთ სუში გვედულად
თუკი დღემდე ფიქრობთ, რომ სუში ამქვეყნად ყველაზე უხერხული საჭმელია და სოიოს სოუსში ამოვლების შემდეგ სუშის დაშლილი ნამცეცები თეფშზე ნაწილ-ნაწილ უნდა აგროვოთ, გირჩევთ,ეს მარტივი და პოპულარული წესი გამოიყენოთ: გადმოატრიალეთ სუში და თეფშზე გვერდულად დადეთ, ვიდრე ჩხირებით მის აღებას დააპირებთ.ამის შემდეგ ერთი ჩხირით თევზს დაიჭერთ, ხოლო მეორეთი — ბრინჯს და ამ გემრიელობას მთლიანობას შეუნარჩუნებთ. სოიოს სოუსში თევზის მხარე ჩააწეთ და რამდენიმე წამს დააყოვნეთ.
წესი №2 -ჩხირები თუ დანა-ჩანგალი?
ისე, როგორ ფიქრობთ — სუში და როლი მხოლოდ ჩხირებით უნდა მიირთვათ? ყველა ადამიანმა ხომ არ იცის ჩხირებით ჭამის წესები, თანაც ქართველებისთვის დანა-ჩანგალი გაცილებით კომფორტულისაშუალებაა.
თუმცა დანა-ჩანგლით სუშის ჭამა ნამდვილად მოუხერხებელია და მეტიც, ცუდ ტონადაც კი ჩაგითვლიან.
ამ სიტუაციიდან გამოსავალიშეგიძლიათ,ძალიან მარტივად მოძებნოთ და ამას თავად იაპონური სამზარეულოს კულტურა გვკარნახობს.
სუშის და როლის ჭამა, უბრალოდ, ხელით შეგიძლიათ. სწორედ ამ შემთხვევას ითვალისწინებენ, როცა ტრაპეზის წინ ნაჭრის ცხელი ხელსახოციმოაქვთ. მას იაპონურად ოსიბირი — お絞りეწოდება დაჰიგიენის დაცვას ემსახურება. სხვათა შორის, კარგ ტონად მიიჩნევა, როცა ცხელი ხელსახოცს გამოყენების შემდეგ აკურატულად დაახვევთ და ლანგარზე დადებთ — სწორედ ისე, რა ფორმითაც მოგართვეს.
წესი №3აკურატულად მოექეცით სოიოს სოუსს
სოიოს სოუსი სუშის შეუცვლელი ინგრედიენტია,თუმცა მისი რაოდენობა აკურატულად უნდა განვსაზღვროთ. ამიტომ სუშის ჭამის წესები სოიოს რაოდენობის განსაზღვრასაც ითვალისწინებს.
მართალია, სოიოს სოუსი კერძს უფრო აგემრიელებს, მაგრამ მისი გადამეტება თევზის და ბრინჯის გემოებს გადაფარავს.
სოიოს სოუსში სუში და როლი მხოლოდ თევზის მხრიდან უნდა ჩააწოთ. თუკი თქვენ ხართ მასპინძელი, სტუმრებისთვის მისართმევად სიოს სოუსი პატარა თეფშზე ისე დაასხით, რომ მხოლოდ თეფშის ძირს ფარავდეს. თავად ნახავთ, რომ ასე უფრო მოხერხებულია.
წესი №3- ჯანჯაფილზე უარი არ თქვათ
დამარინადებული ჯანჯაფილი (იგივე კოჭა, როგორც ხშირად უწოდებენჩვენში) იაპონურ სამზარეულოში ერთადერთი მიზნით გამოიყენება: ჯანჯაფილმა ყოველი პორციის შემდეგ ჩვენი გემოვნური აღქმა უნდა „გაასუფთაოს“ და გემოვნების რეცეპტორები „განაახლოს“.
თუკი სოიოს სოუსი ძალიან გიყვართ და ბევრს მოიხმართ, ჯანჯაფილი შესანიშავი პროდუქტია იმისთვის, რომ ეს ჩვევა შეგაცვლევინოთ. ამისთვის ასეთი რამ სცადეთ: ნაცვლად იმისა, რომ სოიოს სოუსშიმთელი როლი ამოავლოთ, სოიო ჯანჯაფლის ნაჭერს მოასხით, შემდეგ სოიომოსხმული ჯანჯაფილი როლის დაადეთ და ისე მიირთვით.
აი, ვასაბი კი რეკომენდებულია, პირველ რიგში, საშიმისთვის: ძალიან უხდება უმი თევზის გემოს და, ამასთანავე,ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს.
წესი №4 — საჭმელი ჩხირები არ ჩაარჭოთ კერძში
იაპონური საჭმელი ჩხირების სახელია ჰასი 箸 / ვარიბასიヴァリバシ.
როცაჭამის პროცესში შესვენებას გააკეტებთ, საჭმელი ჩხირები სპეციალურ სადგამზე უნდა დააწყოთ, რომელსაც ჰასიოკი ეწოდება.
სუშის ჩხირებს არასდროს აწყობენზედ კერძზე და არც კერძშიც არჭობენ;
ასევე, არ შეიძლება, თქვენიჩხირებით სუშის ან როლის გადაწოდება სხვისთვის;
როცა დიდი ლანგარიდან გსურთ ერთი პორცია სუშის ან როლის აღება, ეს ჩხირების სქელი ბოლოთიუნდა გააკეთოთ.
წესი №5 — ჩხირებით ნუ „ითამაშებთ“
დაბოლოს, რაღა თქმა უნდა, საჭმელი ჩხირებით თამაში უტაქტობაა.არ შეიძლება მათი მაგიდაზე კაკუნი ან ჯოხივით გამოყენება — მაგალითად, მიმტანის მოსახმობად. ეს ისევე უხერხულია, როგორც დანა-ჩანგლის ტრიალი თქვენი თანამესუფრეების ან რესტორნის პერსონალის ყურადღების მისაქცევად.
დასკვნის სახით:
იაპონურ რესტორანში სტუმრებს საკმაოდ ლოიალურად ექცევიან — ესეც მათი კულტურის ნაწილია. არც სუშის დანა-ჩანგლით ჭამის გამო მოგცემენ შენიშვნას, მაგრამ თუკი თქვენს სუფრასთან იაპონელი ზის და გსურთ, მასზე კულტურული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, ეს 5 საბაზისო წესი ის მინიმუმია, რომლის დაცვაც ნამდვილად გამოგადგებათ.