როგორ შეიქმნა როლი ფილადელფია – ყველაზე პოპულარული როლის ისტორია
როლი ფილადელფია ყველას უყვარს! ამ დელიკატესს მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ იაპონური მენიუში შეხვდებით. და თუ პირველად გიწევთ მისი გასინჯვა, ალბათ დაინტერესდებით – რატომ უწოდეს იაპონური სამზარეულის ამ დელიკატესს ამერიკული ქალაქის სახელი?
ექსპერტთა ერთი ნაწილისგანმარტებით, ამ როლს ფილადელფია იმის გამო ეწოდა, რომ ქალაქ ფილადელფიაში შეიქმნა. ზოგიერთები კი მიიჩნევენ, რომ როლის ერთ-ერთი ინგრედიენტია ყველი „ფილადელფია“ და სახელიც ამ ყველის დამსახურებაა.
თუმცა ერთი რამ ფაქტია – ფილადელფია როლი პირველად მოიგონეს და შექმნეს ნიუ იორკში, ამიტომ უნდა ვიფიქრით, რომ როლი თავის დასახელებას მართლაც ყველს უნდა უმადლოდეს.
- ფილადელფია როლის ინგრედიენტები
დღეს როლი ფილადელფიას სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. დროთა განმავლობაში, ფიადელფია როლი მუდმივად იხვეწებოდა, როლის რეცეპტს სხვადასხვა ინგრედიენტები ხან ემატებოდა და ხან აკლდებოდა. ზოგიერთი მზარეულის ფანტაზიით, როლს ავოკადო, ხახვი და სეზამის მარცვლებიც კი ემატება. მაგრამ ნაღების ყველი და ორაგულის ნაზი ხორცი, უკვე ათწლეულებია, ამ პოპულარული როლის შეუცვლელი ინგრედიენტები გახლავთ.
- საიდან დაიწყო როლი ფილადელფიას ისტორია
რომ არა ერთი პატარა გაუგებრობა ან გენაბვთ წარუმატებელი ექსპერიმენტი, დღეს ეს გემრიელი დელიკატესი არ გვექნებოდა.
მოკლედ, საქმე ასე იყო: 1872 წელს, ერთ უბრალო მეყველემ უილიამ ლოურენსმა, რომელიც ნიუ იორკის შტატში ცხოვრობდა, მიზნად დაისახა, პოპულარობისკენ ნაბიჯი გადაედგა და გადაწყვიტა, ფრანგი მეყველეებისთვის მიებაძა – კერძოდ კი, მათი ცნობილი ყველი Neufchâtel (ნოშატელი) მოემზადებინა. ნოშატელიძროხის რძის ყველია, რომელსაც ჰაეროვანი თეთრი ობით დაფარული მშრალი ზედაპირი აქვს და გემოთი სოკოს წააგავს (ნოშატელი და ასევე ცნობილი ფრანგული ყველი ბრი ყველის ერთი „ოჯახიდან“ არიან).
ყველი Neufchâtel განსაკუთრებული პროდუქტია არა მხოლოდ საოცარი გემოთი, არამედ დამზადების ურთულესი ტექნოლოგიით და ხანგრძლივი პოცესით. და, რაღა თქმა უნდა, მას გამორჩეულად მარალი ფასი აქვს.
ახლა ნამდვილად ძნელია იმის თქმა, მომზადების პროცესში რა გააკეთა არასწორადუილიამ ლოურენსმა, როცა შედეგად მიიღო ნაღების მასა კრემის კონსისტენციით – დაახლოებით,ისეთი, როგორიც მდნარ ყველს აქვს. თუმცა ის უკვე ფაქტია, რომ პატივცემულილოურენსის ამ „შეცდომას“წინ თავბრუდამხვევი წარმატება ელოდა.
შემდეგი 140 წლის განმავლობაში ყველი „ფილადელფიის“ მომზადების ტექნოლოგია იცვლებოდა, იხვეწებოდა და უფრო და უფრო სრულყოფილი ხდებოდა. „ფილადელფიამ“ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დღესაც ყველი „ფილადელფია“, თავისი პიკანტური გემოს და საინტერესო სტრუქტურის დამსახურებით, არაერთი ორიგინალური კერძის შემადგენლობაშია.
- Ø ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა როლი ფილადელფია
სუში ფილადელფია პირველად, გასული საუკუნის 80-იან წლებში მოამზადა ნიუ იორკში მცხოვრებმა ნიჭიერმა მზარეულმა. იგი იმდენად მოხიბლულაორაგულის და ყველი „ფილადელფიას“ კომბინაციით, რომლითაც ბეიგელის შიგთავსი იყო გაკეთებული, რომ გადაწყვიტა, ამ პროდუქტებით კერძის დამზადება იაპონურ სტილში ეცადა.
ბეიგელი ჩვეულებრივი ბლითია („ბუბლიკი“) – ეს არის პურფუნთუშეულის ნაწარმი, რომელსაც სხვადასხვა შიგთავსს უკეთებენ – ტბილს, ბოსტნეულისას, თევზისას და ა.შ.;
ეს ებრაული ხემსია, რომლის რეცეპტი ამერიკაში ებრალელმა ემიგრანტებმაჩაიტანეს. ბეიგელიძალიან მალე შეიყვარეს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებშიც. ბეიგელის ყველაზე გავრცელებული ვერსიაა ბეიგელი ორაგულისა და ნაღების ყველის შიგთავსით.
მოკლედ, ჩვენმა ჭკვიანმა მზარეულმა ამ პოპულარულ ხემსში დიდი პოტენციალი დაინახა და თავისი გემოვნებით სხვა ინგრედიენტები – ბრინჯი და ნორი (წყალმცენარე, როლის და სუშის გადასახვევი ფურცელი)დაამატა, რათა ახალი დელიკატესი შეეთავაზებინა იმ იაპონური რესტორნის სტუმრებისთვის, სადაც თავად მუშაობდა.
და როგორც დღეს ვრწმუნდებით, მისი ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორი გამოდგა -როლმა ფილადელფიამ არა მხოლოდ ამერიკელები მოხიბლა, არამედ მალევე მთელი მსოფლიო დაიპყრო.
აი, ასეთი ხანგრძლივი, საინტერესო და ექსპერიმენტების დატვირთული ისტორია აქვს როლ „ფილადელფიას“.
ასე რომ, თუ ჯერ არ გაგისინჯავთ, გირჩევთ, არ გადადოთ როლის და სუშის შეკვეთა – ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას.