იაპონელებს ძალიან უყვართ წყალმცენარეების გამოყენება საკვებად და ეს ინფორმაცია, ალბათ, არავის გააკვირვებს. იაპონური კულინარია ცნობილიც კია თავისი წყალმცენარეებით. თუ ციფრებსაც მოვიშველიებთ, საშუალო სტატისტიკური იაპონელი წელიწადში 10 კგ წყალმცენარეს მოიხმარს წვნიანებში, სალათებში, როლებში, დამოუკიდებელ ხემსად.
ამ ციფრების პარალელურად, იაპონელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, შრომისუნარიანობა და მარადიულად ახალგაზრდული იერიც გავიხსენოთ და ნათელი ხდება, თუ როგორ სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე იაპონური ტრადიციული საკვები – სუში, როლი, საშიმი, მოხარშული ბრინჯი და, მათთან ერთად, ზღვის წყალმცენარეები. ასევე იხილეთ ბლოგი თუ რა შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრაზე სუშისთან ერთად .
მას შემდეგ, რაც იაპონური სამზარეულო მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა, ინტერესი წყალმცენარეების მიმართაც გაიზარდა. დიეტოლოგებიც მუდმივად უწევენ რეკომენდაციას წყალმცენარეების ყოველდღიურ რაციონში შეტანას.
მეცნიერება წყალმცენარეების 30 ათასამდე სახეობას იცნობს, მაგრამ მათგან საკვებად ვარგისია მხოლოდ 30. საკვებად ვარგისი ყველა წყალმცენარე კი ცილების, ნახშირწყლების და ისეთი ძვირფასი მინერალების საუკეთესო წყაროა, როგორების არის იოდი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი.
საკვებად ვარგისი წყალმცენარეები სამ ჯგუფად იყოფა:
- წითელი წყალმცენარეები (ამ ჯგუფშია ჩვენთვის კარგად ცნობილი ნორი);
- მწვანე წყალმცენარეები (მაგალითად, ვაკამე);
- მურა წყალმცენარეები (ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჩვენში გავრცელებული ლამინარია – ზღვის კომბოსტო).
როგორ მოიპოვებენ საკვებად ვარგის წყალმცენარეებს?
ზღვის წყალმცენარეების 90%-ზე მეტი, რომელიც კულინარიაში გამოიყენება, სპეციალურ ფერმებში გამოჰყავთ, რომლებიც ღია ზღვაშია განთავსებული. დანარჩენები კი ზღვაში არც ისე ღრმად იზრდება და ხშირად ხელით აგროვებენ. ზღვიდან ამოღებულ წყალმცენარეს საგულდაგულოდ რეცხავენ მტკნარი წყლით და მზეზე აშრობენ.
წყალმცენარეების სახეობები, რომლებიც ყველაზე პოპულარულია იაპონიაში
ნორი (Nori (海苔) – რა არის ნორი, ამაზე ჩვენს წინა ბლოგშიც ვწერდით. ეს არის მონარინჯისფრო-მოყავისფრო წყალმცენარის ასაკურა-ნორის ფურცლები, რომლებსაც გაშრობის შემდეგ წმინდად ფქვავენ და ფურცლის ფორმას აძლევენ. როგორც უკვე ვიცით, ნორი აუცილებელია ყველაზე პოპულარული იაპონური საკვების სუშის მომზადებისთვის – კერძოდ კი, სუშის ისეთი სახეობების, როგორიც არის როლი, ონიგირი, ტემაკი.
მეტიც, თავად იაპონელები კიდევ უფრო ფართოდ იყენებენ ნორის ფურცლებს: წვრილად დაჭრილ ნორის სხვადასხვა კერძს აყრიან – ისეთებს, როგორიც არის, მაგალითად, ლაფშა, ზარმაცი სუში, იაპონური ქუჩის საჭმელი ტაკოიაკი და ზოგჯერ ბუტერბროდიც კი.
ნორის ფურცელი ძალიან თხელი და მყიფეა (ადვილად ტყდება). წყალთან კონტაქტის დროს რბილდება და ცოტა წელვადი ხდება, როგორც ცელოფანი.
თუკი ნორის ფურცელს დააქუცმაცებთ და სეზამის მარცვლებს შეურევთ, გამოგივათ ავთენტიკური, მარტივი და გემრიელი ფურიკაკე (Furikake / 振り掛け) – სანელებელი მოხარშული ბრინჯისთვის.
ნორის ფურცელში გახვეული ცხელი ბრინჯი კი იაპონელებისთვის ისეთივე ტრადიციული საუზმეა, როგორც ჩვენთვის, მაგალითად, ყველი და პური.
კონბუ (Konbu / 昆布)- ამ მურა და, ცოტა არ იყოს, შეუხედავი წყალმცენარის გარეშე იაპონური სამზარეულო წარმოუდგენელია. კონბუს ნატურალური სახით იყენებენ და მისგან ათასგვარ სალათებს და წასახემსებლებს ამზადებენ. წყალმცენარე კონბუ მდიდარია გლუტამინის მჟავათი, რომელიც კვებით მრეწველობაში გამოიყენება, როგორც გემოს გამაძლიერებელი.
იაპონურ კულინარიაში წყალმცენარე კონბუს იყენებენ დასის ბულიონის (ხმელი თევზის ბულიონი) მოსამზადებლად და სუშის ბრინჯის არომატიზებისთვის. კონბუს ნახევარი საათის განმავლობაში ალბობენ წყალში და შემდეგ ხარშავენ დასის ბულიონს, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ყველაფერში ასხამენ, ყავის გარდა. იაპონელები კონბუს ჩაისაც კი სვამენ.
ვაკამე (Wakame /ワカメ) – წყალმცენარე ვაკამე წყალქვეშ, ქვებზე იზრდება და სიგრძეში 2 მეტრს აღწევს. შეიცავს ბევრ ვიტამინს და არცერთ გრამ ცხიმს. ამიტომაც ვაკამე დიეტური საკვების მოსამზადებლად ფართოდ გამოიყენება. ცოცხალი ვაკამეს შეძენა მხოლოდ იაპონიაში შეგიძლიათ, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი, ძირითადად, კონსერვირებული ან ხმელი ვაკამე იყიდება.ვაკამესგან ამზადებენ სალათებს, შუშავენ სანელებლებთან ერთად დაიყენებენ წვნიანის შესაზავებლად.
ჰიჯიკი (Hijiki /ヒジキ) – საკვებად ვარგისი წყალმცენარეების სახეობების ჩამონათვალში საუბრისას არ შეიძლება, არ ვახსენოთ ჰიჯიკი. მას არცთუ ესთეტიკური შესახედაობა აქვს, მაგრამ იმდენად მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, რომ საუკუნეებია, იაპონური დიეტის განუყოფელი ნაწილია. ჰიჯიკი დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოს და ისეთ მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჰიჯიკის ფერი შეიძლება იყოს მწვანიდან ყავისფრამდე. ჰიჯიკის ზეთში წვავენ, შემდეგ კი ბოსტნეულსა და სუნელებში შუშავენ. ძირითადად კი, შემწვარი ჰიჯიკი სუფრაზე მიაქვთ ტოფუს ყველის თხელ ნაჭრებთან ერთად.
უმიბუდუ (Umibudu / 海ぶどう) – წყალმცენარე უმიბუდუს ასევე „ზღვის ყურძენს“ უწოდებენ, რადგან ფორმით ყურძნის მტევნებს წააგავს, რომლებზეც წვრილი მარცვლებია ასხმული. ეს მარცვლები პირში „სკდება“ წითელი ხიზილალასავით, ამიტომაც მისი კიდევ ერთი სახელწოდებაა „ზღვის ხიზილალა“. უმიბუდუს სუფრაზე ცოცხლად მოგართმევენ. ეს მწვანე წყალმცენარე სასარგებლო თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება ნორის. როგორც იაპონელები ამბობენ, თუ გსურთ ორგანიზმის გაწმენდა პარაზიტებისგან, უმიბუდუ მუდმივად უნდა იყოს თქვენს რაციონში.
წყალმცენარეების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ზღვის წყალმცენარეების რეგულარული მოხმარება:
- აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას;
- აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას;
- აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას;
- წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან;
- წყალმცენარეებში იოდის დიდი შემცველობა ორგანიზმზე ახდენს ანტისეპტიკურ ზემოქმედებას.
დღეს წყალმცენარეები იყიდება ხმელი, გაყინული ან დაკონსერვებული სახით. თუმცა, კონსერვირებისთვის ძმარს იყენებენ, რაც ამცირებს სასარგებლო ელემენტების რაოდენობას, ამიტომ უმჯობესია, გაყინული ან ხმელი წყალმცენარეები შეარჩიოთ.
„იოში სუში“ ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!
ჩვენ თქვენთვის გვაქვს საუკეთესო სუში თბილისში!
რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: Sushi | სუში | sushi tbilisi | სუში თბილისში | კალიფორნია | ფილადელფია | საუკეთესო სუში