მითები სუშის შესახებ- ინფორმაცია მათთვის, ვისაც ეს კერძი ჯერ არ გაუსინჯავს
მიუხედავად იმისა, რომ სუში და როლი ასეთი პოპულარულია და მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქვეყანაში მიირთმევენ, დღემდე ამ საკვების ირგვლივ არაერთი მითი არსებობს და ამ ცრუფაქტების გამო ზოგიერთი ადამიანი სუშის გასინჯვაზე უარსაც კი ამბობს.
მოდით, გავარკვიოთ: რა არის სიმართლე და რა – ბანალური ტყუილი?
მითი №1: სუშის მოსამზადებლად უმი თევზი გამოიყენება
ყოველთვის ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში – საქართველოში. აი, თუკი მოგეცემათ შანსი, რომ სუში იაპონიაში შეუკვეთოთ, იქ უმი თევზით მოგართმევენ. საქმე ის არის, რომ იაპონიაში ახლად დაჭერილი თევზით უწყვეტად მარაგდება კვების ობიექტები და თევზი, რომელიც დილით ოკეანის წყალში დაცურავდა, შუადღისას უკვე იქვე კაფეში, მზარეულის საჭრელ დაფაზე დევს.
ჩვენთან სუშისთვის, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენებაშინაურ პირობებში გამოყვანილი თევზი ან, ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად, ხდება თევზის თერმული დამუშავება, დამარინადება. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი სრულად გამორიცხავს პარაზიტული დაავადებების გამოწვევის რისკს. ამასთან ერთად, ასეთი დამუშავების შედეგად იოდის, მაგნიუმის და კალციუმის 80% ნარჩუნდება და თევზის ხორცი არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.
მითი №2: სუში არ არის რეკომენდებული დიეტის დროს
სუში დიეტის დროს რეკომენდებულია და საკმაოდ კარგ როლსაც ასრულებს – როგორც სუში, ისე ბრინჯი ცილას შეიცავს, ცილა კი სწრაფად ანაყრებს, აძლიერებს კუნთებს და ორგანიზმს „აიძულებს“, ცხიმოვანი მარაგი დაწვას;
საშუალოდ, 50 გრ. სუშის ენერგეტიკული ღირებულებაა 60-70 კკალ.; თვალსაჩინოებისთვის, იმავე რაოდენობის ქათმის ხორცში 150 კილოკალორიაა. ასე რომ, ასუქებს თუ არა სუში – ამაზე პასუხი ნათელია. აქაც, როგორც ყველაფერიში, მთავარია ზომიერების დაცვა.
მითი №3: სუშის მხოლოდ ჩხირებით ჭამენ
თუკი სუშის იაპონიაში მიირთმევთ, ეს წესი, მართლაც,უნდა დაიცვათ – იქ ამას ტრადიცია ითხოვს, მაგრამ საქართველოში არავინ გაგკიცხავთ და რესტორნიდან არ გაგაგდებენ იმის გამო, რომ სუშის საჭმელად ჩანგალს გამოიყენებთ. აი, სუშის დაჭრა კი არაფრით შეიძლება. სუში ისედაც პატარა პორციებად კეთდება და დაუჭრელად უნდა მიირთვათ. იხილეთ მეტი სუშის და როლის ჭამის ეტიკეტის შესახებ.
მითი №4: სუში და როლი – ეს სხვადასხვა საჭმელია
რეალურად, როლი – ეს სუშის სახესხვაობაა. მათ შორის განსხვავება კი ის არის, რომ სუშის ინგრედიენტები მხოლოდ ბრინჯი და თევზია, ხოლო როლი კეთდება ბოსტნეულის, ხორცის და ბეკონის დამატებითაც კი. მაგალითად, შეგიძლიათ, უგემრიელესი ბეკონის როლი და ბოსტნეულის როლი oishi.ge-ზე შეუკვეთოთ.
მითი №5: სუშის და როლის მთავარი ინგრედიენტი თევზია
თევზი, რა თქმა უნდა, სუშის და როლის მნიშვნელოვანი პროდუქტია, თუმცა მთავარი აქ მაინც ბრინჯია. იაპონური სამზარეულოგამორჩეულია თავისი ფილოსოფიითა და უზადო გემოების მრავალფეროვნებით. ბრინჯის სწორად მომზადება კი მათთვის ნამდვილი ხელოვნებაა.
სუში-მზარეული გეტყვით, რომ კარგი თევზის შერჩევა და ყიდვა მარტივია, მაგრამ აი, ბრინჯის სწორად მომზადება, მისი დელიკატური გემოს გამოკვეთა, მარცვლების საჭირო ტექსტურის მიღწევა მხოლოდ ნამდვილ პროფესიონალს შეუძლია. სხვათა შორის, იაპონიაში მაღალი კლასის რესტორანში ბრინჯს სადილის დასასრულს მოგართმევენ.
მითი №6: სუში შეიძლება სახლში მოამზადოთ
სუში – ეს არის კერძი, რომელშიც იაპონური სამზარეულოს ესთეტიკაა ასახული. ის, ერთი შეხედვით,თითქოს მარტივიმოსამზადებელია, თუმცა მარტივი დიზაინი ამ შემთხვევაში მატყუარაა.
ტრადიციული იაპონური სუშის სახლში, დამოუკიდებლად მომზადება შეუძლებელია. შემთხვევითი არ არის, რომ სუში-მზარეულები ამ საქმეს ათწლეულები სწავლობენ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სცადოთ სუშის მომზადება სახლში, მაგრამ შედეგი ძალიან შორს იქნება მოლოდინისგან.
მითი №7: სუშისთვის სოიოს სოუსი უმნიშვნელო დანამატია
სუშის ყოველთვის მოჰყვება სოიოს სოუსი. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ამ პროდუქტს არანაირი გასტრონომიული ღირებულება არ გააჩნია. არადა, ეს სოუსი ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს – სოიოს მარცვლების სოუსი ჩინეთში 3 000 წლის წინ გამოიგონეს და ამ ხნის განმავლობაში მისი წარმოების ტექნოლოგია, პრაქტიკულად, არ შეცვლილა. სოიოს სოუსის შემადგენლობა ასეთია:სოიოს მარცვლები, ხორბალი, ბუნებრივი საფუარი, წყალი და მარილი. დადუღების პროცესში საფუარი სოიოს მარცვლებს მუქ შეფერილობას და განსაკუთრებულ, პიკანტურ გემოს აძლევს. ნამდვილი სოიოს სოუსის მომზადებას ოთხი თვე მაინც სჭირდება!
ასე რომ, სოიოს სოუსის ყოველ ბოთლში თაობების გამოცდილება და ბუნების ძალაა ჩატეული და ასეთი პროდუქტი უმნიშვნელოვერ იქნება.
მითი №8: სუში მოიგონეს იაპონიაში
მიუხედავად იმისა, რომ სუში წმინდად იაოპონური სამზარეულოს კერძად მიიჩნევა, ისჩინეთში გამოიგონეს; ჩვ. წ. IV საუკუნეში ჩინელიმეთევზეები ახალდაჭერილ თევზს უმ ბრინჯში აწყობდნენ და ასეინახავდნენ. მაშინ სუშის ბრინჯი საკვებად არ იყენებდნენ – მას ყრიდნენ. თევზის ამ მეთოდის შენახვას ეწოდა „sushi“. სუშის რეცეპტიიაპონიაში მხოლოდ ჩვ. წ. მე-8 საუკუნეში ჩავიდა და მიიღო ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს ვიცნობთ.
Oishi – ყველაზე გემრიელი სუში თბილისში