რა შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრაზე, სუშისთან ერთად?

დღეს სუში და როლი იმდენად პოპულარულია, რომ ხშირად ამ იაპონური კერძებით სადღესასწაულო მაგიდას ან რომანტიკული ვახშამსაც აწყობენ.

თუკი თქვენც აპირებთ დღესასწაულის მოწყობას, სადაც მთავარი კერძები სუში და როლი იქნება, თავდაპირველად აუცილებლად შემოიხედეთ ოიში სუშის რესტორნებში ადგილზე ან ოიში სუშის ონლაინ რესტორანში. ჩვენ სუშის და როლის სეტების ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ:  სეტი ფილადელფიასეტი კალიფორნია და სხვა, მათ შორის – სადღესასწაულო გაფორმებით და  მოკლე დროშიც მოგაწვდით, კერძის ხარისხში კი თავად დარწმუნდებით.

როგორ გავაწყოთ სუფრა აღმოსავლური ტრადიციების გათვალისწინებით?

იაპონური ატმოსფეროს შესაქმნელად ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა მაგიდის სერვირება. იმისთვის, რომ დახვეწილი იაპონური კერძებით ჭეშმარიტად ასიამოვნოთ თქვენს სტუმრებს, თავდაპირველად საჭიროა, სწორად შეარჩიოთ ჭურჭელი:

  • სუში სუფრაზე, როგორც წესი, ფაიფურის ან ხის ჭურჭელზე დაწყობილი მიაქვთ. თუკი იაპონური სამზარეულო გიყვართ, შესაძლოა, სახლში გქონდეთ კიდეც სპეციალური თეფში სუშისთვის – სუშიოკე ან ბამბუკის ლანგარი;
  • ძირითადი თეფშის გვერდით უნდა იდგეს სეიუზარა – ჭურჭელი სოიოს სოუსისთვის, თუმცა მის ნაცვლად ზოგჯერ იყენებენ კერამიკის პატარა სასოუსეს (ქართული სატყემლის მსგავსი ფორმით);
  • გარდა ამისა, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს ჰასიოკი – ჰასის (ხის ჩხირების) დასაწყობად. იხილეთ საჭმელი ჩხირების ეტიკეტი.

როლის სუფრის სერვირებაც თითქმის იგივეა.

მაგიდის გასაფორმებლად შეგიძლიათ დააწყოთ მწვანილის ღეროები ან ფიგურულად დაჭრილი ხილი და ბოსტნეული.

მთავარია, გახსოვდეთ იაპონელების მთავარი წესები სუფრის გაწყობისას:

  • ყველაფერი, რაც სუფრაზე დევს, უნდა იჭმებოდეს;
  • სუფრის სწორად სერვირების მთავარი პირობაა – მინიმალური საკვები მაგიდაზე. პრაგმატული იაპონელებისთვის მიუღებელია „3-სართულიანი“ სუფრები, როცა სტუმარი შეიძლება ვერც კი მისწვდეს რომელიმე კერძს;
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ მაგიდაზე კენტი რაოდენობის ჭურჭელი იდოს. იაპონელები საკმაოდ ცრუმორწმუნეები არიან. ამიტომ,  თუ მათი ტრადიციების პატივისცემა გსურთ, არ არის აუცილებელი იმის ცოდნა, თუ რატომ არის აკრძალული სუფრაზე წყვილი ჭურჭელი – უბრალოდ, დაიცავით ეს წესი; 
  • ხის ჩხირები ჰასიოკიზე ისე უნდა დააწყოთ, რომ წვრილი ბოლოები მარცხნივ იყოს შებრუნებული.

აქ ჩამოთვლილი წესების გათვალისწინებისა და ჩვენი კურიერისგან შეკვეთის მიღების შემდეგ კი შეგიძლიათ, სუფრის გაწყობას შეუდგეთ.

რა მიგვაქვს სუფრაზე, სუშისთან ერთად? 

იაპონური სამზარეულოს კერძები იმდენად მრავალმხრივია, რომ თითოეულ მათგანს თავისი საკმაზები და სოუსები ახლავს. თუკი სუშის და როლის მათთან ერთად მიირთმევთ, ამით ბოლომდე გახსნით გემოვნურ თვისებებს – სწორედ ამისთვის იღვწიან იაპონელი მზარეულები.

დასაწყისისთვის გავიხსენოთ სუშის და როლის სოუსები და საკმაზები – ისინი აუცილებლად უნდა ეწყოს სუფრაზე:

სოიას სოუსი

სოიას სოუსი – ეს ერთ-ერთი მთავარი სანელებელია, რომლის გარეშეც იაპონური კერძი წარმოუდგენელია. მას ხშირად იყენებენ როგორ თევზის, ასევე ხორცის კერძებისთვს. ის მარილის შესანიშნავი ალტერნატივაა; სოიას სოუსის კალორაჟი დაბალია; სუშის და როლისთვის სოიას სოუსის დამატება აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს;

ვასაბი

მასა ასევე იაპონურ პირშუშხას უწოდებენ. ის კერძს სპეციფიკურ, ცხარე გემოს აძლევს, რომელიც განპირობებულია მასში მდოგვის ზეთის არსებობით. ამასთან ერთად, ვასაბის სამკურნალო თვისებები აქვს – აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ორგანიზმიდან დევნის შარდმჟავას, არეგულირებს მეტაბოლიზმს,  ებრძვის მიკრობებს, ამაგრებს ემალს და ხელს უშლის კარიესის გაჩენას;

ჯანჯაფილი

დამარინადებული ჯანჯაფილი ვიზუალურად ვადის ფურცლებს ჰგავს და შესანიშნავი ხემსია. ის აუცილებელია იმისთვის, რომ თითოეული სახეობის სუშის და როლის გემო, რომლებიც სეტში შეუკვეთეთ, უკეთ შეიგრძნოთ. ამიტომ სანამ ერთი სახეობის სუშის შემდეგ მეორეს გასინჯვას შეუდგებით, შუალედში ჯანჯაფილის თხელი ფურცელი არ დაგავიწყდეთ. მისი გემო გაგიახლებთ გემოვნურ რეცეპტორებს.

სეზამის მარცვლები

მას გასაფორმებლად იყენებენ. ამასთანავე, სეზამის მარცვლებს ძალიან გამოხატული გემო აქვს და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. მის შემადგენლობაშია: კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სელენი, ვიტამინები В1 და Е. ქუნჯუთი აუცილებელი დანამატია როლებისთვის და ბრინჯის კერძებისთვის.

ბრინჯის ძმარი

მას იაპონურ ძმარსაც უწოდებენ. მოტკბო გემო და ნაზი არომატი აქვს. იყენებენ თევზის და ბრინჯის დამარინადებისთვის. რაც შეეხება ბრინჯის ძმრის სასარგებლო თვისებებს – ის საუკეთესო საშუალებაა შლაკებთან და ქოლესტერინთან ბრძოლისთვის.

თხილის სოუსი

მის დასამზადებლად საჭიროა არაქისის მარცვლები ან თხილი, სეზამის მარცვლები,  სეზამის ზეთი და ცოტა ლიმონის წვენი. ამ სოუსს იყენებენ სალათების ან ბოსტნეულის კერძების მომზადებისას. სუშისთან ერთადაც მიაქვთ სუფრაზე.

ტემპურა

ჭეშმარიტი გურმანები როლის ტემპურასთან ერთად მიირთმევენ. ეს არის ძალიან თხელ ცომში შემწვარი ბოსტნეულის ნაჭრები, სოკო ან ზღვის პროდუქტები.

წვნიანი

ტრადიციული იაპონური კერძებისთვის – სუშისა და როლისთვის კიდევ ერთი შესაფერისი გარნირია მისოს წვნიანი. მზადდება დაშის ბულიონით (დაში – ეს არის თევზის გამომშრალი და შემდეგ შებოლილი კანის ბულიონი), რომელსაც დამატებული აქვს პასტა miso – სოიას მარცვლების ფერმენტირებული პასტა, შეზავებული არარაფინირებული ზღვის მარილით. წვნიანი „მისო“ დაბალკალორიული კერძია, შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინსა და მიკროელემენტს. ასევე, ცნობილია იმით, რომ აფერხებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

სალათები

როცა ვახშამზე მეგობრები გყავთ მოწვეული, „ჩასხდომა“ შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს. თქვენ კი ძირითადი კერძები სუში და როლი გაქვთ და გეჩვენებათ, რომ სუფრაზე ცოტა საჭმელი დევს. ასეთმა პრობლემამ რომ არ შეგაწუხოთ, თამამად შეგიძლიათ, სუშის სუფრა სხვადასხვა სალათებით შეავსოთ…

მაგრამ რომელი სალათის მიტანა შეიძლება სუფრაზე სუშისთან ერთად?

აქ მთავარია გაითვალისწინოთ ერთი რამ:  სალათის გემომ არ უნდა გადაფაროს მთავარი კერძის გემო.

ამიტომ „ვინეგრედის სალათა“ არ გამოგადგებათ! მაგრამ, აი სალათა ერთი ინგრედიენტით – მაგალითად, კიტრის სალათა, შესანიშნავი გადაწყვეტოლება იქნება:

  • კიტრი დაჭერით გრძელ, თხელ ნაჭრებად, მოასხით სოიოს სოუსი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. სულ ეს არის – გემრიელი და სასარგებლო სალათი მზად გაქვთ.

სუშისთან ერთად სუფრაზე მისატანად  საუკეთესო ვარიანტია სალათი ჰიაში ვაკამე, რომელიც ასევე ერთი ინგრედიენტით მზადდება – წყალმცენარეებით:

  • წყალმცენარეები უნდა შეაზავოთ სოიას სოუსით, სეზამის ზეთით, ლიმონის წვენით, ცოტა მწარე, წითელი წიწაკით, ზემოდან მოაყაროთ სეზამის მარცვლები და მადისაღმძვრელი და ჯანსაღი სალათაც მზად გაქვთ.

სუფრის გაწყობასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია სუშის და როლის ჭამის ეტიკეტი, რომლის შესახებაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: Sushi  | სუში | sushi tbilisi | სუში თბილისში | კალიფორნია | ფილადელფია | საუკეთესო სუში